13/09/2024
22:40
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კიდევ სამი წელი იქნება ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტი. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის რიგით მე-7 ასამბლეაზე მიიღეს.
შენგელია აღნიშნულ პოსტზე პირველად 2021 წელს დაამტკიცეს, ახლა კი, მას ვადა გაუგრძელეს. კენჭისყრის შედეგებით, მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორეზე ალეკ პეტერსი (ოლიმპიაკოსი) გავიდა და მას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ერგო, მმართველ საბჭოში ასევე მოხვდნენ დონატას მოტეიუნასი (მონაკო), ტომაშ სატორანსკი (ბარსელონა) და მარიო ჰეზონია (რეალი).
ცნობისთვის, ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და მისი უმთავრესი მოვალეობა კალათბურთელების უფლებების დაცვაა. შენგელიასთვის ასეთი ნდობის გამოცხადების ფაქტი ქართველი კალათბურთელის მაღალ ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე მეტყველებს, რომელსაც ის ევროპულ კალათბურთში ფლობს.
0
0