13/01/2022
13:55
პოლიტიკა
სააკაშვილმა სამშობლოს სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ„ხელისუფლებას, რომ სცოდნოდა საქართველოს მიწაზე ფეხი დავდგი, რა თქმა უნდა, მკვლელობაზე წავიდოდა“.
„რა არის სამშობლოს მიზიდულობა და სამშობლოს სიყვარული? ეს არის ის, რაც ვიგრძენი, როდესაც პირველად დავდგი ფეხი სამეგრელოს მიწაზე შარშან ოქტომბერში, შემდეგ ბათუმში, თბილისში, სხვა ადგილებში. ეს არის, ის რომ 1 წამით თავისუფლად გამევლო ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ადამიანი წავიდა სიკვდილზე.
იმიტომ რომ ნებისმიერ წუთში ხელისუფლებას, რომ სცოდნოდა საქართველოს მიწაზე ფეხი დავდგი, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება ჩემი მკვლელობა იქნებოდა. ძალიან კარგად ვიცი ვისთან მაქვს საქმე. შემდეგ ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს, გაურკვეველ პირებს, მე ძალიან კარგად ვიცი როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, შენი სკოლა, შენი მეგობრები, შენი წინაპრები, რომლებიც აღარ არიან.
იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თავი გადადე, თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან, ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო ჩემს ქვეყანას გავუკეთე და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ინგრევა და მე ამ დროს კომფორტში უკრაინაში უნდა ვიჯდე“, - აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024