
ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვას რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებასთან დაკავშირებით.
კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არა მხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ არის ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შედინება, ვინც რუსეთიდან მობილიზაციის ბრძანების გამო მოდის.
„რა თქმა უნდა, რუსეთი აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს მოუხდენია ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების პირობების იმპლემენტაცია 2008 წლის აგვისტოდან და ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში აღნიშნული შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არა მხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ თქვენთან არის ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შემოდინება, ვინც რუსეთიდან მობილიზაციის ბრძანების შედეგად მოდის. თითოეული ქვეყანა განსხვავებული იქნება იმ მიმართულებით, როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე სხვაგან ნახონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“,- განაცხადა კარპენტერმა.
0
0