
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა გამთენიისას თბილისიდან ლონდონის მიმართულებით გაფრინდა. ვისთან გაემგზავრა ან რა მიზნით წავიდა ოპოზიციის ლიდერი საზღვარგარეთ, მას განმარტებები არ გაუკეთებია.
პარტიაში აცხადებენ, რომ ბოკუჩავასთან ერთად, ბრიტანეთში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებიც იმყოფებიან, რომლებიც შეხვედრებს "ქართული ოცნების" დასანქცირების მოთხოვნით გამართავენ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, დაგეგმილია თუ არა შეხვედრა ლონდონში მყოფ დავით კეზერაშვილთან.
"მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს დავით კეზერაშვილთან, განურჩევლად იმისა, დავით კეზერაშვილი ჩვენს პარტიას ეხმარებოდა თუ არა. სამწუხაროდ, მან შეწყვიტა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი დაეხმარება "ნაციონალურ მოძრაობას", მივესალმებით ამას.
ჩვენი ბრძოლის გზა არის საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლის გაგრძელება, რომ ამ რეჟიმს დაედოს სანქციები", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
0
0