
პარტიები თუ არ ვუქმდებით, ვიწყებთ სრულ რეგენერაციას, შემდეგ მივდივართ გაერთიანებისკენ და გამსხვილებისკენ, მაგრამ ივანიშვილი პარტიებს თუ აუქმებს, უნდა შეიქმნას დიდი საერთო მოძრაობა, სადაც გაერთიანდება ყველა ადამიანი, ვისაც გასიგრძეგანებული აქვს, რამდენად ეგზისტენციალურია ის საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, როგორც ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, პარტიულ საქმიანობაში მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება უნდა მოხდეს.
„გვინდა თუ გვინდა, ტაქტიკურად პარტიები ივანიშვილზე ვართ დამოკიდებული. მართლაც თუ წავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გასაუქმებლად, ეს იქნება მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუ, როგორც ის ეძახის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ , სავარაუდოდ, ყველა პარტია, რომელიც 4-ის და 5-ის ქვეშ ოპერირებდა წინა არჩევნებში. ამან მუშაობაში მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება უნდა მოგვცეს. პარტიები თუ არ ვუქმდებით, ვიწყებთ სრულ რეგენერაციას და შემდეგ მაინც მივდივართ გაერთიანებისკენ და გამსხვილებისკენ. პარტიების თუ აუქმებს უნდა შეიქმნას დიდი საერთო მოძრაობა, სადაც გაერთიანდება ყველა ადამიანი, ვისაც გასიგრძეგანებული აქვს, რამდენად ეგზისტენციალურია ის საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, როგორც ქვეყანა. თუმცა, კობახიძის დღევანდელი ბრიფინგიდან გამომდინარე, ის დასავლეთს კვლავ ევაჭრება, რომ მე ახალ ესკალაციაზე არ ავალ, არ გავაუქმებ პარტიებს და თქვენ ჩემკენ წამოდით, ფაქტობრივად იხვეწება დამიჯექით და შემხვდითო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0