
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან - ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ივანიშვილის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებზე უნდა იყოს მიმართული.
ბოკუჩავას თქმით,პროპაგანდისტებმა და ბიზნესელიტამ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება უნდა დაკარგონ.
„ევროკავშირმა ასევე უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.
0
0
პუტინი ორბანს ესაუბრა - კრემლი
17/10/2025