09/06/2025
11:25

თინა ბოკუჩავას თქმით, მის ქმარს, კოტე იოსელიანს უტა ივანიშვილისთვის ბოდიში უკვე მოხდილი აქვს დიდი ხნის წინ, შესაბამისად, ახლა მისი გატაცება ამ ვიდეოს ჩაწერის მიზნით, მხოლოდ ენმ-ის თავმჯდომარის დაშინებას ისახავდა მიზნად.
ბოკუჩავას თქმით, მას არ ეშინია და არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობის შეჩერებას.
„5 ნიღბიანი პირი ჩემს ქმარს თავს დაესხა. ჩასვეს მანქანაში აუხვიეს თვალები, ხელებშეკრული გაიტაცეს. ის მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მოდულის შენობაში. გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე, უსახელებდნენ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით“ — განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.
გუშინ, 8 ივნისს კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს.
0
0