15/06/2023
17:01
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ მეტალ ჯგუფ Rammstein-ის სოლისტის, ტილ ლინდემანის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო.
ბენდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შელბი ლინმა, განაცხადა, რომ მისი აზრით მას სასმელში ნარკოტიკული საშუალებები გაურიეს. ის ლიტვაში გამართული შოუს დროს ოთახში შეიყვანეს, სადაც მოგვიანებით ლინდერმანი შევიდა. ტილმა თავი დაუცველად იგრძნო, რის გამოც ოთახი მალევე დატოვა. 60 წლის ტილ ლინდემანი ბრალდებებს უარყოფს.
შელბი ლინის ინტერვიუს სხვა ქალებიც გამოეხმაურნენ. მათი მტკიცებით, ისინი სოციალური მედიის საშუალებით რუსმა ქალბატონმა წინასწარ შეარჩია და კონცერტის შემდგომ გამართულ წვეულებაზე დაპატიჟა. მათი აზრით, სწორედ ეს ქალბატონი ეხმარებოდა ლინდერმანს დანაშაულების ჩადენაში.
ბერლინის პროკურატურის სპიკერის განცხადებით, ტილ ლინდერმანის წინააღმდეგ დაწყებულია წინასწარი გამოძიება სექსუალური დანაშაულების და ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებებთან დაკავშირებით.
პროკურატურამ გამოძიება საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სავარაუდო ინციდენტებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ.
პროკურორებმა გამოძიება დაიწყო საკუთარი ინიციატივით, ისევე როგორც "მესამე მხარის მიერ შეტანილი რამდენიმე სისხლის სამართლის საჩივრის საფუძველზე", რაც გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ სავარაუდო ინციდენტებში, იტყობინება AFP.
0
0