-share.jpg)
"თიბისიში" არ აპირებენ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება,- ბანკის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.
"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".
სანქციების შესაბამისობაში რჩება "საქართველოს ბანკიც".
"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას" - განაცხადეს მათ "რუსთავი 2-თან".
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026