26/09/2024
19:19
არჩევნები 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რაჟდენ კუპრაშვილს სასამართლოში უჩივის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია და ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად გამოცხადნენ:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები.
სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას" - წერს ორგანიზაცია.
სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 3-დღიანი ვადა აქვს.
0
0