
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გასულ კვირას განვაცხადეთ, რომ რუსეთის კინოთეატრებში ჩვენ მიერ წარმოებული ფილმების ჩვენება შევწყვიტეთ. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩვენი ყველანაირი ბიზნესი შევაჩეროთ. კერძოდ, რუსეთში ვწყვეტთ ჩვენი პროდუქციის ლიცენზირებას, Disney Cruise Line-ის აქტივობებს, ჟურნალ National Geographic-ის გამოცემას, სხვადასხვა სახის ტურებს, სტრიმინგ პლატფორმასა და სატელევიზიო მაუწყებლობას. ამის მიუხედავად, ჩვენი პატივსაცემი კოლეგები, ვინც რუსეთში დისნეის თანამშრომლები იყვნენ, შემოსავალს არ დაკარგავენ. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მათი საჭიროებების მიხედვით დახმარება აღმოვუჩინოთ". - წერია კომპანიის განცხადებაში.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025