
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს უცხო ქვეყნების არჩევნების საჯარო შეფასებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დირექტივაზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ეს მკვეთრი ცვლილებაა იმ პრაქტიკისგან, რომელსაც აშშ ათწლეულების განმავლობაში იყენებდა საზღვარგარეთ სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის.
ახალი ინსტრუქცია სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, შეწყვიტოს უცხო ქვეყნების არჩევნებზე საჯარო კომენტარების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის გაკეთება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკაფიო და დამაჯერებელ ინტერესს წარმოადგენს.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით გზავნილები ფოკუსირებული უნდა იყოს გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვაზე და „თავიდან უნდა იყოს აცილებული საარჩევნო პროცესის სამართლიანობასა თუ მთლიანობაზე, მის ლეგიტიმურობაზე, ან მოცემული ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე აზრის გამოთქმა“.
0
0