
ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საზღვარგარეთ არსებულ ყველა პოზიციას 30 სექტემბრისთვის გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სააგენტოს საერთაშორისო პერსონალის დათხოვნის განკარგულება გასცა, რითაც საგარეო დახმარების პროგრამების კონტროლი პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა.
ეს განკარგულება USAID-ის ათასობით თანამშრომელს შეეხება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საგარეო სამსახურის ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და ადგილობრივად დასაქმებულ პერსონალს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
აშშ-ის საელჩოების ხელმძღვანელებს დაევალათ, მოემზადონ ფართომასშტაბური ცვლილებებისთვის, რომელიც მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდება.
0
0