
მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენი" "ლივერპულთან" საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა პერფორმანსმა ყველა შთაბეჭდილების ქვეშ მოახდინა.
ფრანგული Sofoot-ი ქართველი შემტევის თამაშს განსაკუთრებულად აფასებს.
"მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება The Beatles-ის მჭერმეტყველებაში, ყველაფერი დამტკიცდა. პოლ მაკარტნიმ და ჯონ ლენონმა სიმღერა HELP ხვიჩას მათ მშობლიურ გუნდთან თამაშის გამო დაწერეს". - წერს ფრანგული Sofoot-ი.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მერსისაიდულ გრანდთან პარიზულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა, გოლიც გაიტანა, თუმცა მცირედი თამაშგარეს გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გადამოწმების შემდეგ გააუქმა.
რაც შეეხება განმეორებით თამაშს, ყველაფერი 12 მარტს "ენფილდზე" გადაწყდება.
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025