
გამოცემა Atlantic აქვეყნებს სტატიას სათაურით „სააკაშვილის ნელი მკვლელობა“. სტატიის ავტორი, ექსპრეზიდენტის მეგობრის, ევროპარლამენტის წევრის, რადოსლავ სიკორსკის მეუღლე, ენ ეფლბაუმია. ის აღწერს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც მძიმეს და შემაშფოთებელს, რაშიც ავტორი ბრალს საქართველოს ხელისუფლებას სდებს.
სტატიას “ქართული ოცნებიდან” გამოეხმაურა დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.
"სტატიის ავტორის მეუღლე არის სააკაშვილთან მჭიდროდ დაახლოებული პირი, ამიტომ ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს ობიექტურობასთან. მათი მიზანი, საერთო სურათს თუ შევხედავთ, არის ერთადერთი, რომ როგორმე სააკაშვილს აარიდონ სამართლიანი სასჯელი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოცემა Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიას.
„ეს სტატია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული პირები აქვს კონტაქტები და ურთიერთობა როგორც სააკაშვილთან, ასევე მის ახლო გარემოცვასთან. ამ სტატიის ავტორის მეუღლე არის სააკაშვილთან მჭიდროდ დაახლოებული პირი, ამიტომ ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს ობიექტურობასთან. მათი მიზანი, საერთო სურათს თუ შევხედავთ, არის ერთადერთი, რომ როგორმე სააკაშვილს აარიდონ სამართლიანი სასჯელი“, – ამბობს ღუდუშაური.
0
0