15/12/2022
12:49
მსოფლიო
ტეხასის სასკოლო ოლქის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო პერსონალს უფლება მისცა, ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი სამსახურში ყოფნის დროს, მათი გამოყენების შემთხვევების აუცილებლობის გაზრდის ფონზე. ამის შესახებ Fox News იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ინიციატივის შესახებ მშობლების მოსაზრებები გაიყო. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ გაზრდის საფრთხეს მათი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის თვალსაზრისით.
კელერის სკოლის სასკოლო საბჭოს ხელმძღვანელის ჩარლზ რუნდკლივის თქმით, ეს არის პასუხი 24 მაისს ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლაზე, როდესაც ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებმა, 18 წლის სალვადორ რამოსმა გახსნა. მაშინ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. სროლის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი.
0
0