
თეთრმა სახლმა შესაძლოა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობის გამო ილონ მასკის ბიზნესის შემოწმება დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მასკის განცხადებების გამო უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრების სამხედრო გამოყენების შემდგომი დაფინანსების შესახებ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ასევე მისი ტვიტების უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების შესახებ, რაც ოფიციალური პირების თქმით, მხოლოდ მოსკოვისთვისაა სასარგებლო.
SpaceX-ის შემოწმება, ისევე როგორც Twitter-ის შესყიდვის მოახლოებული გარიგება, შეიძლება, ინიცირებული იყოს შეერთებულ შტატებში უცხოური ინვესტიციების უწყებათაშორისი კომიტეტის მიერ (CFIUS), რომელსაც უკვე გაფორმებული გარიგებების განხილვის უფლება „დახურულ კარს მიღმა“ აქვს. კომიტეტში შედიან 16 სამინისტროსა და დეპარტამენტის, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები
0
0