11/02/2023
09:40
მსოფლიო
თეთრი სახლის ინფორმაციით, ალასკის თავზე მოძრავი გაურკვეველი წარმოშობის ობიექტი ჩამოაგდეს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ობიექტი იყო პატარა მანქანის ზომის და ალასკის თავზე 40 000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა, რასაც შესაძლოა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საფრთხე შეექმნა. მისივე თქმით, ჩამოგდებამდე დარწმუნდნენ, რომ ობიექტი უპილოტო იყო.
ამასთან, უცნობია ის ზუსტი ადგილიც, სადაც ობიექტი ჩამოაგდეს, მაგრამ ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცე ჩრდილოეთ ალასკაში დაკეტეს მანამ, სანამ F-22 ტიპის თვითმფრინავი მას ჩამოაგდებდა.
თეთრი სახლის ცნობით, ობიექტი პირველად ხუთშაბათს, 9 თებერვლის ღამით შენიშნეს, თუმცა ოფიციალური პირები ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ.
ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ის საჰაერო სივრცეში საფრთხის შემცველი სხვა ობიექტი არ არის იდენტიფიცირებული.
0
0