08/12/2023
12:18
მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ შეზღუდვებს იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს, ასევე გააფართოოს დეპორტაციის პროცესი იმისთვის, რომ უზრუნველყოს ახალი დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დაფინანსების კანონპროექტში.
ამის შესახებ „როიტერსმა“ დისკუსიებში კარგად გაცნობილი წყაროდან შეიტყო.
თეთრი სახლი და აშშ-ის კონგრესი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ორ მოკავშირე ქვეყანას სამხედრო დახმარებას გაუწევს და ამავდროულად, შეზღუდავს არალეგალურ იმიგრაციას აშშ-მექსიკის საზღვრიდან.
„რესპუბლიკელებმა“ უარი თქვეს უკრაინის გაზრდილი დაფინანსების დამტკიცებაზე დამატებითი ზომების გარეშე, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთიდვიდ მიგრანტების რეკორდული რაოდენობის შემცირებას. ამან გამოიწვია კომპლექსური მოლაპარაკებები, რომლებმაც გააერთიანა ძირითადად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები.
„დემოკრატმა“ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მზად იქნება მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან სენატში რესპუბლიკელებმა უარყვეს დემოკრატიული დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავდა 20 მილიარდ დოლარს სასაზღვრო დაფინანსებას.
თეთრი სახლი, აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ, ღია იქნება თავშესაფრის მსურველთა საწყისი შემოწმების სტანდარტების ამაღლებისთვის.
0
0