02/05/2023
16:28
მსოფლიო
თეთრი სახლის უშიშროების ეროვნული საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში უკრაინის დანაკარგების და ზარალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარი თქვა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მსგავსი ინფორმაცია არასოდეს გაუჟღერებია და არც აპირებს.
„აქ უკრაინელები არიან მსხვერპლნი, რუსეთი აგრესორია და მე უბრალოდ არ ვაპირებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც უკრაინელებს ცხოვრებას გაურთულებს“, - აღნიშნა კირბიმ.
კირბის განცხადებით, შემდგომში უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს ინფორმაციის გასაიდუმლოება და ზარალის შესახებ მონაცემების გასაჯაროება.
კირბის თქმით, შეერთებული შტატების მონაცემებით, რომელიც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, ზამთრის პერიოდში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებმა 100 000 ჯარისკაცს მიაღწია.
კირბი ამბობს, რომ განადგურებული რუსი ჯარისკაცების ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლი იყო.
უკრაინის დანაკარგები ომში - ის, რაც ცნობილია
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის დანაკარგების ზუსტი რაოდენობა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც უკრაინული მედია წერს, დროდადრო არის განზოგადებული მონაცემები უკრაინის დანაკარგების შესახებ. კერძოდ, დეკემბერში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაკარგა 13 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა.
0
0