01/05/2025
18:17

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ გაფორმებული შეთანხმება იმის მტკიცებულებაა, რომ დონალდ ტრამპი გარიგებების მთავარი ოსტატია.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ქეროლაინ ლევიტმა წიაღისეულის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას ისტორიული უწოდა, რომელიც, მისი თქმით, საფუძველს ჩაუყრის უნიკალურ ეკონომიკურ პარტნიორობას, რაც მიმართული იქნება უკრაინის აღდგენისა და გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატებისკენ.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე მკაფიოდ თქვა, რომ მიისწრაფვის ამ სისხლისმღვრელი და სასტიკი ომის შეწყვეტისკენ. ეს შეთანხმება აჩვენებს, თუ რამდენად არის დაინტერესებული აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევით“, – განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება 30 აპრილს გაფორმდა და ის ერთობლივი საინვესტიციო ფონდში შექმნას ითვალისწინებს.
0
0