28/04/2025
18:54

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროკლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინით და ვოლოდიმირ ზელენსკით და ორივე ლიდერს მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდნენ.
მანამდე პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025