თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ საკუთარი ბირთვული შეკავების პოლიტიკის კორექტირებას ჯერ არ გეგმავს
19/11/2024
20:09
მსოფლიო
A-
+A
ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ არ გეგმავს საკუთარი ბირთვული შეკავების პოლიტიკის კორექტირებას, – ეს განცხადება თეთრ სახლში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ გაკეთდა.
„როგორც ამ თვის დასაწყისში ვთქვით, ჩვენ არ გაგვიკვირდა რუსეთის განცხადება ბირთვული დოქტრინის განახლების შესახებ. რუსეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდა ამ განზრახვაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რომ შეცვალოთ ჩვენი ბირთვული პოზიცია ან დოქტრინა რუსეთის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ“, – ნათქვამია თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს.
0
0
37
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%