
აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პირადად მე დავინახე, რომ განწყობაა შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, თუ იყო საუბარი შეხვედრებზე ერთის მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასა და მეორეს მხრივ, ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებულ სანქციებზე.
„სამწუხაროდ, მემკვიდრეობა რთულია ახალი ადმინისტრაციისთვის. არ არის ადვილი, რომ ერთი ხელის მოსმით და მარტივად, ერთ დღეში შეიცვალოს რეალობა, რადგან მას იურიდიული პროცესების გავლა სჭირდება. ასევე ჩვენთვის არაა მარტივი საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობების ხელახლა დაწყება. თუმცა შესაძლებლობები არსებობს და რაც მთავარია, არსებობს თანამშრომლობის განწყობა ორივე მხრიდან. აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პირადად მე დავინახე, რომ განწყობაა შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული, ეს დადასტურდა არაერთ დეპარტამენტში, არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში. ამაზე ელჩთან და საელჩოსთანაც გვქონდა საუბარი.
გვქონდა თეთრ სახლში ძალიან ღია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან მოსმენილი პრიორიტეტების შესახებ. ჩვენთვის აქ იყო სრული გარკვეულობა, გვქონდა ძალიან ღია დიალოგი. ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ახალი პრიორიტეტების შესახებ. მათ გაიგეს ასევე ჩვენი მოლოდინების შესახებ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
0
0