
„რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა დანილოვმა.
დანილოვი ამბობს, რომ ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დუმს.
„სად არიან მისი წარმომადგენლები სადგურზე? ისინი აქ უნდა ჩამოვიდნენ, პირდაპირ გააკონტროლონ ყველაფერი, რაც ამ სადგურებზე ხდება. დიდი თხოვნა მაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წარმომადგენელთან – გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი წარმომადგენლები ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს სადგურებში, რათა ნახოთ იქ, როგორც ბირთვულ ობიექტებზე, თუ რა ხდება ნორმებისა და რეგულაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ალბათ, ეშინიათ ამის გაკეთება. ეს ნამდვილად სამწუხაროა“, – აღნიშნა დანილოვმა.
0
0