27/10/2021
17:41
პოლიტიკა
მისი თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგინეს სამართლიანობა.
“ჩვენი მმართველობისას სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა. გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და რაც მთავარია ხელისუფლება ემსახურება ხალხს. აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე ლაპარაკი, რადგანაც უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით დროებით ოკუპირებულია.
ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და რა გზა გამოვიარეთ, აღარ უნდა დავუშვათ წარსული შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები – სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, კრიმინალების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი მმართველობა.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა. დავაკავეთ მჩაგვრელი რეჟიმის შემოქმედები – ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი ჯალათი მეგის ქარდავა რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნიდან გაქცეულ და ახლახან ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ სააკაშვილს დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში ადგილი”, – თქვა პრემიერმა.
0
0