
მოსკოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირებიდან ორი დაკავებულია. ამის შესახებ რუსული მედია სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეზე ალექსანდრ ხინშტეინზე დაყრდნობით წერს. დეპუტატის თქმით, დანარჩენების ძებნა გრძელდება.
ხინშტეინი აცხადებს, რომ ავტომობილი, რომლიტაც ეჭვმიტანილები გაადგილდებოდნენ, ბრიანსკის ოლქის ერთერთ სოფელში იპოვეს.
“სამართალდაცველების მოთხოვნის შემდეგ მანქანა არ გაჩერდა და ისინი მიმალვას შეეცადნენ”, - ამბობს დეპუტატი.
მისი ინფორმაციით, ავტომობილის დევნის დროს ცეცხლი გაიხსნა, მანქანა გადაბრუნდა და ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, დანარჩენები კი ტყეში გაიქცნენ. თუმცა, დეპუტატის ინფორმაციით, 03:50 საათზე მეორე ეჭვმიტანილი იპოვეს და დააკავეს.
“დანარჩენების ძებნა გრძელდება. ოპერაციაში ყველა ძალოვანი უწყებაა ჩართული”, - აცხადებს დეპუტატი. თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, მას არანაირი ოფიციალური კომენტარი და დადასტურება არ მოჰყავს.
რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეჭვმიტანილთაგან ოთხი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო, თუმცა, მოგვიანებით ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ცნობას “ფეიკინფორმაცია” უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ეს ცნობა დაჯგუფების მოძველებულ შაბლონზე გავრცელდა და შესაძლოა, ყალბი იყოს.
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. 100-ზე მეტი დაშავებული კლინიკებშია განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026