14/02/2022
11:52
COVID-19
გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული.
„შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.
სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება.
ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% .
რეალურად, პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0