ირაკლი კირცხალია პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის შესახებ ტრაგიკომედიის ჟანრის მორიგ გამოვლენად აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ყველაფერს პასუხი არჩევნების დღეს გაეცემა.
„რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი, უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია. აი, ამ ყველაფერს, ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი გაეცემა 26 ოქტომბერს“, - მიიჩნევს კირცხალია.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტექნიკური მთავრობის წარდგენა არჩევნებამდე დააანონსა. ამასთან, ის ამბობს, რომ, ვინც წარდგენას არ ეთანხმება, შეუძლია „ქარტიაზე" თავისი ხელმოწერა უკან გაიწვიოს. პრეზიდენტი ქარტიისა და ტექნიკური მთავრობის იდეაზე მრავალრაუნდიან კონსულტაციებს ოპოზიციურ გაერთიანებებთან წინა კვირების განმავლობაში მართავდა. ესენი არიან: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველო", „გახარია საქართველოსთვის".
ასევე წაიკითხეთ:
0
0