
„თეორიულად არასდროს გამომირიცხავს, რომ დავუშვათ, შეიძლება, ჩემი პარტია გაჩნდეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური რეალობის ახალი ლანდშაფტი აუცილებლად შეიქმნება.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეალობის ახალი ლანდშაფტი აუცილებლად შეიქმნება. უბრალოდ წარმოუდგენელია. ასე გაგრძელდეს. თეორიულად არც არასდროს გამომირიცხავს, რომ დავუშვათ, შეიძლება, ჩემი პარტია გაჩნდეს, ან სურვილი გვქონდეს, ან რაღაც ერთობაში შევიდეთ.
ჩემი პარტია, რაღაც სხვა პარტია - რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია. მიფიქრია, მათ შორის, იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას და ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ ისეთს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი, ჩემი პარტნიორი და ასეთები არიან პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველა ნორმალური, აქტიური პოლიტიკოსის პოზიცია შეიძლება იყოს“, - აცხადებს დეკანოიძე.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025