
28 მუნიციპალიტეტში მხოლოდ „ქოცი“ მერობის კანდიდატია, ანუ გამომგლეჯველებმა 28 ადგილას „გამოგლეჯვის ბრძოლა“ ბრძოლის გარეშე დათმეს. სადაც წარადგინეს მერობის კანდიდატები, იქ 50%-ზე მეტი ტექნიკური კანდიდატია. კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა საარჩევნო უბნების ნაწილში, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, თენგო თევზაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
თევზაძის განცხადებით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები.
მისივე თქმით, ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავს.
„ღალატის და ტექნიკური ოპოზიციის შექმნის ქრონიკა. ამის შესახებ ტელევიზიით არავინ მოგიყვებათ, ამიტომ ამ სტატუსში შეგიძლიათ წაიკითხოთ სამწუხარო სიმართლე და მტკიცებულებები კომენტარებში. „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს (მხოლოდ ერთი, „ქოცების“ მერობის კანდიდატია რეგისტრირებული) – გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თიანეთში, გარდაბანში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიაში, საჩხერეში, ბაღდათში, ვანში, ტყიბულში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში. 28 მუნიციპალიტეტში მხოლოდ „ქოცი“ მერობის კანდიდატია. ანუ გამომგლეჯველებმა 28 ადგილას „გამოგლეჯვის ბრძოლა“ ბრძოლის გარეშე დათმეს (ეს ნიშნავს ზუსტად არა სისტემურ, არამედ ტექნიკურ ოპოზიციას – პარტიისთვის შინაარსობრივი და ადამიანური რესურსი რომ არ არსებობს). სადაც წარადგინეს მერობის კანდიდატები, იქ 50% მეტი ტექნიკური კანდიდატია (ანუ გინდ ყოფილა – გინდ არა). კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა არის საარჩევნო უბნების ნაწილში. ხომ გახსოვთ, 3000-ზე მეტი ბრძოლის ადგილი რომ უნდა ყოფილიყო საქართველოში და ადუღებულიყო მთელი ქვეყანა? ტყუილი აღმოჩნდა. ერთად „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები: 3 055 საარჩევნო უბნიდან „ლელოს“ 253 უბანზე კომისიის წევრი არ ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას – 1 337 უბანზე. რეგიონებში გახარიას პარტიას უბნების 41%-ზე კომისიის წევრი არ ჰყავს. ეს არის კაპიტულაცია და განაცხადი იმის, რომ ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავენ. ვინ-ვინ და ირაკლი კობახიძემ ეს მშვენივრად იცის“, – წერს თენგო თევზაძე.
0
0