
წლებია, ვსაუბრობთ და აშშ-ის არმიის პოლკოვნიკის დადასტურება არ გვჭირდება, რომ საქმე აგენტურასთან გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვერ მიაღწიეს და ვერ მოიყვანეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ აბსოლუტურ კონტროლს დაექვემდებარებოდა, უკრაინაში კი მიაღწიეს.
„კარგია, რომ ამ საქმეში ჩართული ადამიანი თავად აღიარებს ამას და ჰყვება. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქმე აგენტურასთან გვაქვს. რომც არ ეთქვა, ყველა ნიშანი იყო, ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პოლკოვნიკი აღწერს, რომ ყალბი ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას ახდენდნენ, რათა სრულად მოეხდინათ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ხელისუფლების პარალიზება და ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოყვანა, რომლებიც მათ აბსოლუტურ კონტროლს დაექვემდებარებოდნენ. სამწუხაროდ, უკრაინაში ამას მიაღწიეს. ამისთვის საქართველოში რომ მიეღწიათ, საქართველო დღეს ომისგან აბსოლუტურად განადგურებული და ეკონომიკურად ჩამოშლილი იქნებოდა, ასიათასობით ლტოლვილი და ძალიან ბევრი დაღუპული გვეყოლებოდა. ამას ბევრი მტკიცებაც აღარ სჭირდება, უკრაინის მაგალითზე ამას ყველანი ვხედავთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში), ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა, „როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.
0
0
5 დეკემბერი - ნიადაგის მსოფლიო დღეა!
05/12/2025