13/05/2025
18:01

საქართველოს კარგად ესმის მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაცია და სხვა საკითხების პრიორიტეტულობა, მაგრამ საქართველოს თემა თაროზე არ უნდა იყოს შემოდებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა რადიო სივრცეში, გადაცემა ,,შუა დღის სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კარგად ესმის, რომ ამერიკისთვის პრიორტეტულია ის საკითხები, სადაც სიტუაცია აფეთქებულია და ან აფეთქების ზღვარზეა მისული, ამიტომ, პრემიერ-მინისტრის ღია წერილში მოწოდებაა რომ საქართველო ძალიან შორეულ საკითხად არ იყოს განხილული.
,,ჩვენი საკითხი თაროზე არ უნდა შემოიდოს, არ უნდა იყოს მივიწყებული და დროულად უნდა იყოს განხილული“ - განაცხადა შარმანაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პრემიერის ღია წერილს აუცილებლად გააცნობენ შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რადგან წარმოუდგენელია ამერიკაში არ უნდოდეთ სამხრეთ კავკასიის საკითხებში გადაწყვეტილებების მიღება, სამხრეთ კავკასიაში კი ლიდერი , როგორც სარმანაშვილი ამბობს, სწორედ საქართველოა.
0
0