
ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად დირექტივისა, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშავილმა განაცხადა.
„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ს გაძარცვაზე პროკურატურამ ბრალდება წაუყენა და გაასამართლა, ერთი ამბავი ატეხეს პოლიტპატიმარიაო. ახლა თავადვე ამბობენ, რომ თურმე გაგვძარცვესო. ეს ხალხი უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული და მომართულია. როგორც ჩანს, იქაც სხვადასხვა წრეებია და სხვადასხვა წრეებს გადაკიდებული და მათგან მართული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ადამიანურად ვერ იტანენ. ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დირექტივა მოუვათ, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად. რამდენი ხნის წინ გითხარით, რომ ისინი ერთმანეთთან ვერ გაძლებენ, დაიშლებიან და ერთმანეთს დაჭამენ. შეკრებილან სერიოზულად?! რა თქმა უნდა არა. ახლა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ერთმანეთს პოლიტიკურად არ ეთანხმებიან, ნახეთ, ბრალს ერთმანეთს რაში დებენ. ერთი ამბობს, რომ ამდენი ფული, რომ მქონდეს გიყიდიდი და რასაც მინდა იმას გაგიკეთებდი. მეორე ამბობს, რომ შენ ფული გაქვს აღებული და სული გაქვს მიყიდული. რა თემებზე ლაპარაკობენ, პოლიტიკურ თემებზეც არ საუბრობენ. ერთმანეთს დებენ ბრალს, რომ ორი კაპიკის გამო გამყიდველები და შიდა დისონანსის შემტანი არიან“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, პატრონებს დაუმტკიცოს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა თავადაა და თანხებიც მას უნდა გადაურიცხონ, დავაც სწორედ ამაზეა.
„თავის პატრონებთან ყველას უნდა დააფიქსიროს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა თვითონაა. ეს თანხები, რომელიც იქიდან მოდის უკვე შეზღუდულია, აქ მარტივად ვეღარ აღწევს. პატრონებს ეუბნებიან, რომ იმას კი არ მისცე, მე ვარ მთავარი ძალა და მე მომეციო, ომი ამაზეა გაჩაღებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძაფრ ოპონირებას ვუწევთ, ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, რადგან თენგიზ შარმანაშვილი და ლევან მაჭავარიანი იმ დაფინანსებაში მათი კონკურენტები არ არიან. მათ პოლიტიკურად, რომ არ მოვწონვართ ეს დიდი არაფერია, მაგრამ ისინი ერთმანეთს იმ ლუკმას ედავებიან, რომელიც გამოყოფილია. ამიტომ, ჩემზე და სხვებზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0