ოპოზიციაში მიშვებულები არიან, სანამ მათი პატრონები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ერთმანეთის პოლიტიკური ჩაძირვით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, ხმას ვის აძლევს, არ უნდა დაიჯერონ, ასეთი შეუთავსებელი ადამიანები, ისეთ კოალიციას გააკეთებენ, რაც საქართველოს სიკეთეს მოუტანს.
„ოპოზიციაში რასაც ვუყურებთ, ეს ადამიანები კოალიციურ მთავრობას ერთად ჩამოაყალიბებენ? ეს არის პასუხი იმის თაობაზე, თუ ვისთან გვაქვს საქმე. კოალიციური მთავრობა კი არა, ელემენტარულად, პატარა გეგმის დასახვაც კი არ შეუძლიათ, ვიდრე უცხოეთიდან პატრონებისგან მითითება არ მოუვათ. ეტყობა, ახლა მიშვებულები არიან, სანამ მათი პატრონები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და ერთმანეთის პოლიტიკური ჩაძირვით არიან დაკავებული. ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, ხმას ვის აძლევს. არ უნდა დაიჯერონ, რომ ასე თუ შეუთავსებელი ადამიანები ისეთ კოალიციას გააკეთებენ, რაც საქართველოს სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
0
0