
მიუხედავად იმისა, ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და რა შიდა ბრძოლები ექნებათ, შედეგი იქნება ის, რომ პოლიტიკურად განადგურდებიან, თუ უკვე განადგურებული არ არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხოვრებამ არანაირი გაკვეთილი არ ასწავლა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახით, განადგურების პირას მისული ორგანიზაციების გაბრძოლებას ვუყურებთ, რომელიც ცდილობს, როგორმე ვითარება გადაარჩინოს, მაგრამ წლების განმავლობაში შეცდომები დაუშვეს, რომელსაც ისევ აგრძელებენ. მათ ცხოვრებამ არანაირი გაკვეთილი არ ასწავლა. მიუხედავად იმისა, ვინ გახდება მათი თავმჯდომარე და რა შიდა ბრძოლები ექნებათ, შედეგი იქნება ის, რომ პოლიტიკურად განადგურდებიან, თუ უკვე განადგურებული არ არიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
0
0