
გერმანიის ელჩს თავს არ ვესხმოდით, მივუთითებდით, რომ მისი საქციელი ვენის კონვენციას არღვევდა, ჩვენი ქცევა მისი ქცევიდან გამომდინარე იქნება, ნორმალურ რეჟიმს თუ დაუბრუნდება, ამას ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, გაიგებენ, ზუსტად რა მითითებები მიიღო კონსულტაციების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.
„წინასწარ ამის თქმა ცოტა რთული იქნება, მაგრამ პირველივე თვეებში ნათელი გახდება, რა დაავალეს, საქართველოში როგორ მოიქცეს. იმედია, ვენის კონვენცია დაცული იქნება და საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ნორმალურ ურთიერთობას დაუბრუნდება. გერმანიის ელჩს თავს არ ვესხმოდით, მივუთითებდით, რომ მისი საქციელი ვენის კონვენციას არღვევდა. ელჩი ინტერესთა კონფლიქტში არ უნდა შევიდეს პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და მით უმეტეს, სახლი არ უნდა იქირაოს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ უნდა გაჰყვე შეხვედრებზე. თავდასხმაა, როცა ვინმეს რაიმეს უსაფუძვლოდ უთითებ. ჩვენ მას საფუძვლიან მითითებას ვაძლევდით. ჩვენი ქცევა მისი ქცევიდან გამომდინარე იქნება. თუ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, ამას ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა ექნება“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0