
საქართველოს უნივერსიტეტის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ საგანმანათლებლო პროცესის გარდა, არაკანონიერი ქმედებების ჩადენა შეუძლიათ. ჯერ ფრანკლინის კლუბით დაიწყეს და ახლა ამ უნივერსიტეტის გამოყენება ახალი რადიკალების მოსამზადებლად ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებს კანონით გაეცემა პასუხი.
„ყველამ კარგად ვნახეთ, საქართველოს უნივერსიტეტმა როგორ მოიპოვა ის ტერიტორია, სადაც მდებარეობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დეტალურად აღწერა, როგორ მიითვისეს ერთ ლარად ამხელა ქონება. რატომღაც, ამ უნივერსიტეტის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ საგანმანათლებლო პროცესის გარდა, არაკანონიერი ქმედებების ჩადენა შეუძლიათ. ჯერ ფრანკლინის კლუბით დაიწყეს, სადაც რადიკალური განწყობის ახალგაზრდებს ამზადებდნენ და ახლა ამ უნივერსიტეტის გამოყენება ახალი რადიკალების მოსამზადებლად ხდება. ეს სქემაც გაშიფრულია. ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქონების უკანონო მითვისების შემდეგ, სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები უკვალოდ ჩაივლის. კანონი გადაჭრით უპასუხებს. ყოფილი პრეზიდენტის დედას ვურჩევ, ეს ქმედებები აღარ გააგრძელოს. ეყოფა, რაც აქამდე ჩაიდინა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
0
0