
დასავლეთის ქვეყნების ელჩები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მილიონჯერ დაუდასტურა, რომ საქართველოში მათი მთავრობის თანხებით ისეთი აქციები ფინანსდებოდა, რომელიც ძალადობასთან და ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან იყო დაკავშირებული.
„ამას არათუ ირიბად აკეთებდნენ, არამედ გახსოვთ, რუსთაველის გამზირზე, რამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და აქციაზე გამოდიოდა? მათი ხელისუფლების წარმომადგებლები ადამიანებს საქართველოში მაიდანიზაციისკენ რომ მოუწოდებდნენ, ახსოვთ? თუ არ ახსოვთ, გადავუწერთ და გავუგზავნით. არ მგონია, მათ ეს მონაცემები თავად არ ჰქონდეთ“, – განაცხადა თენგზის შარმანაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.
0
0