
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას თუ უნდა, რომ რაიმე დაამტკიცოს, სასამართლო განხილვისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს.
როგორც ჟურნალისტებს თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა, ძნელი დასაჯერებელია, რომ აჯანყების პერიოდში, ვინმესთან 180 ზარი განახორციელო და შემდეგ ამტკიცო, რომ ეს ზარები მეგობრული მოკითხვები იყო.
„მეორე შემთხვევაში, 120 ზარი განახორციელო და თან იმ საათებში, როცა პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ. თუ ვინმე დაადასტურებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში თუნდაც საკუთარ დედას ასჯერ დაურეკა, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მათ ცოტა ძნელი დასაჯერებელი და გამამართლებელი არგუმენტები აქვთ. ასეთი ლოზუნგური თავის მართლება არაფერს მოუტანთ. თუ რაიმე უნდათ, დაამტკიცონ, სასამართლო განხილვისთვის სერიოზულად მოემზადონ. თუ მტკიცებულება ცალმხრივი იქნებოდა და მხოლოდ ზარები, რა თქმა უნდა, ბრალდებას სასამართლოში თავისი არგუმენტების დადება გაუჭირდებოდა, მაგრამ ბრალდებამ განაცხადა და პროკურორმა თქვა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ჩვენებებსა და სხვა გარემოებებზეა დაფუძნებული. ქართული მართლმსაჯულება შეჯიბრობითობის პრინციპით მოქმედებს და ორივე მხარეს არგუმენტების სრულად წარმოდგენის საშუალება ექნება. იურიდიულად სერიოზულად მოემზადონ და არა, ლოზინგურად“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0