თენგიზ ცერცვაძე: საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს
29/09/2021
10:18
საზოგადოება
A-
+A
საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორივე მედიკამენტი რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება და პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს.
„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლონური ანტისხეულები. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
0
0
234142
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%