
თემურ ალასანიას შვილმა, ნიკოლოზ ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის საადვოკატო მომსახურების მიზნით ანგარიში გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“დააფინანსე მიშას საადვოკატო მომსახურების ხარჯები” - ამ მიმართვით “ტიკტოკში” “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი დარინა მიქელაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პარტიის ლიდერებს (მელიას, ხაბეიშვილს, წითლიძეს, დეკანოიძეს..) ხელფასის 50 პროცენტის გადარიცხვას სთხოვს.
“მიშას ოჯახს უვე ამოეწურა ფინანსური რესურსი. თემურ ალასანიას ვაჟმა, ნიკოლოზ ალასანიამ გახსნა სპეციალური ანგარიში, ძალიან გთხოვთ, არა მოვითხოვ, მიშას ყველა მომხრეს, გადარიცხოთ, თუნდაც 1 ლარი აღნიშნულ ანგარიშზე. მე პირადად, 300 ევროს გადავრიცხავ," - ამბობს ვიდეოში მიქელაძე.
პარტიის მხარდამჭერი ვიდეოში ასევე აცხადებს, რომ ამ მიმართვას “მიხეილ სააკაშილის სახელით" ავრცელებს.
“მიხეილ სააკაშილის სახელით მივმართავ პარტიის ლიდერებს (მელია, ხაბეიშვილი, წითლიძე, დეკანოიძე…) - კეთილი ინებეთ, ამ თვის ხელფასის 50% გადარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშზე” - ამბობს მიქელაძე.
0
0