21/12/2021
10:30
სამართალი
ადვოკატის თქმით, თემურ ალასანია მეზობელ სახელმწიფოში საავადმყოფოში იმყოფება, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პროპაგანდისტული საქმე და მას სასამართლოს ეზოში დაახვედრეს ადამიანები, რომლებიც წინასწარი დადგმული სცენარით სრულიად უსაფუძვლოდ იგინებოდნენ, თემურ ალასანია სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადდა.
მოგვიანებით პროკურატურა კვლავ შეგვეხმიანა უკვე სხვა საქმეზე. ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის დევნა, როდესაც ყოველ დღე ახალ საქმეებზე და წლების წინ დაწყებულ გამოძიებებზე იბარებენ. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შაბათ-კვირას ბატონი თემური საზღვარგარეთ, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ვიზიტად იქნებოდა და შესაბამისად, სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა. ის, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში კანონიერად გადავიდა, თუმცა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არის მიზეზი, რის გამოც თემურ ალასანია სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
0
0