-share.jpg)
ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ spacesnews-სთან საქართველოს ბანკში მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და სპეცოპერაციის მუშაობა შეაფასა. მან დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ეს დანაშაული ბადრი ესებუას დანაშაულით წახალისებული, უპასუხა ,,თუმცა ტერორიზმის წახალისება არ შეიძლება, რადგან ახალ ტერორს გამოიწვევს, დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც გუშინ დააკავეს მოქმედებდა იმ განცდიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასვლა''
,,ასეთი მიდგომა ყოველთვის არსებობს, რომ თუ წახვედი თანამშრომლობაზე ტერორისტთან, რათქმაუნდა ეს ახალისებს ტერორისტს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საზოგადოებამ, ეს არ არის მხოლოდ შსს-ს, დავუშვათ მმართველი პოლიტიკური გუნდის გემოვნების და გადაწვეტილების ამბავი, მნიშვნელოვანია რას დებ სასწორის ერთ მხარეს, ადამიანის სიცოცხლეს თუ შენი ჟინის და ჯიბრის საკითხებს, რომ აუცილებლად ტერორისტი უნდა დავაკავო, აქ არის ბალანსი საჭირო, თუ შენ ხედავ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ სცენარით რომ შენ არ ითანამშრომლებ ტერორისტთან და თანხას არ გადაუხდი და მხოლოდ დაკავების სცენარით წახვალ, ამ სცენარში თუ ხედავ, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მძევლებს და არა მხოლოდ მძევლებს, შესაძლოა ისეთი სიტუაცია იყოს, რომ მიმდებარე შენობებს, მოსახლეობას, გააჩნია სად ხდება ტერორისტული. მე ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რომ ესებუასთან სხვა გზით რომ წასულიყვნენ იქ მსხვერპლი არ მოხდებოდა, მესმის თანხა დიდია გადახდილი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბანკის თანხაა თუ ბიუჯეტის თუ ვინმე კერძო პირის, ვერავინ შემიფასებს ადამიანის სიცოცხლეს, იქ ერთი მძევალი რომ დაღუპულიყო რა ღირს მისი სიცოცხლე, ნახევარი მილიონი, ორმოცდაათი მილიონი, თუ რამდენი. რათქმაუნდა ტერორისტებიც თავად გონივრულ თანხებს ასახელებენ, იციან გონივრულად რა თანხა მოითხოვონ, რა თანხაზე არის მომლაპარაკე წამომსვლელი. ჩვენ გვახსოვს რამდენად იყო ესებუა მომზადებული და რამდენად სწორად დაგეგმა მან. რომ შევადაროთ ეს ორი ტერორისტი ერთმანეთს, პირველ შემთხვევაში გაცილებით მომზადებულ პირთან ქონდათ სამართალდამცავებს საქმე და რისკებიც აქედან გამომდინარე იყო. იმის მიუხედავად რომ მიღებულია, რომ ტერორიზმის წახალისება არ შეიძლება, რადგან ახალ ტერორს გამოიწვევს, დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც გუშინ დააკავეს მოქმედებდა იმ განცდიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასვლა. ეჭვი მეპარება, რა ამოძრავებდა ჩვენ არ ვიცით. რამდენად საეთოდ ჯანმრთელობასთან არის ახლოს, ერთის მხრივ ესეც გამოსაკვლევია, მეორე მხრივ რა იყო მისი მოტივები თუ ის ჯანსაღია, ჩემთვის ისიც არის, რომ ჯანსაღი ადამიანი თუ არის საერთოდ როგორ უნდა წავიდეს ტერორისტულ აქტზე. შეიძლება ფიზიკურად ყველანაირად სამედიცინო კუთხით ჯანსაღი იყოს, მაგრამ მაინც გადახრა არის, ჩემთვის ეს გადახრაა, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ამიტომ ვის რა ამოძრავებს, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს იმ კონკრეტულ მომენტში ან ზოგადად იმ ადამიანს, პლიუს სხვა რა მოტივები შეიძლება არსებობდეს, თანხა რატომ დასჭირდა, შეიძლება ნაკლები თანხა ჭირდებოდა რაღაც პრობლემა ქონდა და რომ ვერ მონახა ეს გამოსავალი შემდეგ წავიდა ამ რისკზე და უკვე შემდეგ გაცილებით მეტ თანხას ითხოვს, არ ვიცით ჩვენ, უამრავი დეტალი შეიძლება იყოს, ამას ძიება დაადგენს თუ წავა თანამშრომლობაზე, და წესით უნდა წავიდეს,იმიტომ რომ უნდა შეეცადოს მაქსიმალურად შეიმსიბუქოს თავისი დანაშაული. მე არ მახსოვს მუხლი რამდენია, შეიძლება უვადოც კი ემუქრებოდეს, მის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რამდენად ითანამშრომლებს, ამიტომ დანამდვილებით ამის თქმა არ შეიძლება, რომ ეს არის ესებუას საქმიდან გამომდინარე, რომ ამან გამოიწვია.'' - განაცხადა ამირან სალუქვაძემ
ასევე მან მედიის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ინფორმაციების პირდაპირ ეთერში გაშუქება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან ამან შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ვითარებას და მძევლებს
,,სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სათანადო ინფორმაციები, რასაც ვადევნებდი თვალს, რამდენიმე მედია აშუქებდა პირდაპირ ეთერში, რაც ასევე არ არის სწორი, არ ვთვლი მე მიზანშეწონილად, რომ ტერორისტული აქტები იყოს ლაივში ჩართლი, ერთია რასაც ტერორისტი ითხოვს, რომ სოციალური ქსელი ჩართოს ვიღაცამ, მძევალმა და მან ეს უნდა შეასრულოს, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის ზუსტად ტერორისტის ინტერესებში მოქმედება და მისი სცენარით მოქმედება, მარტივად საბუთდება ეს, რატომ მოითხოვა ლაივის ჩართვა ფეისბუკით, იმიტომ რომ მოსახლეობაში გამოეწვია პანიკა, რომ აი ქვეყანაში კრიმინალია, ასეთი რამ ხდება, ეს იწვევს პოლიტიკურ წნეხს ხელისუფლებაზე და ხელისუფლება კონკრეტულ შემთხვევაში იქ სამართალდამცავი სტრუქტურები მეტად დამყოლები ხდებიან. თემის ასე აჟიტირება და დუღილის ტემპერატურის ასე აწევა, პირდაპირ ვისაც უნდა ეწყინოთ, ეს არის ზუსტად ტერორისტის სცენარით მოქმედება. ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რომ გავიზარდეთ ჩვენ, სწორად ვაშუქებთ და ვამუშავებთ ინფორმაციასო, რა იციან მათ რომ ამუშავებენ და სწორად აშუქებენ, ვინ უზით, ვინმე უსაფრთხოების სპეციალისტი უზით? ისინი მუდმივად არიან კავშირზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ეკითხებიან ეს გავუშვათ თუ არ გავუშვათო? რათქმაუნდა არა, და როცა შენ არ ხარ ამ დარგის სპეციალისტი შენ რა გარანტიას მაძლევ, რომ ხელს არ უწყობ ტერორისტს, შესაბამისად საფრთხის ქვეშ არ აყენებ და არ ზრდი მძევლების მიმართ ცუდად დასრულების რისკს და მათ სიცოცხლეს არ აყენებ საფრთხის ქვეშ, ამას ვერანაირად ვერ დამისაბუთებენ. მედიამ მინიმუმ ხელი არ შეუშალონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან ხელი შეუწყონ. არის გონივრული ბალანსი დასაცავი და ეს ბალანსი ყოველთვის მიიღწევა მედიის და სამართალდამცავის თანამშრომლობით. ამისთვის უნდა იყოს ნდობა, ნდობა რომ არსებობდეს უნდა იყოს ელემენტარული ეთიკა, ნორმები ორივე მხრიდან, მაგრამ აქ მეტი ნდობა მედიის მიმართ უნდა ქონდეთ სამართალდამცავებს, რომ რასაც ისინი მიაწვდიან იმას სწორად გააშუქებენ, ისე გააშუქებენ რომ მათ ხელი არ შეეშლებათ ოპერაციის დასრულებაში, მაგრამ დღეს ჩვენთან ნდობა არ არის, არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდა, ყოველთვის ვხედავთ ჩვენ წლების განმავლობაში, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევიდან ცდილობენ შექმნან პოლიტიკური თემა და ეს ცალკე კიდევ ამორალურია, როცა თორმეტი ადამიანია მძევალი და ამ თორმეტი ადამიანს მთელ ქვეყანასთან ერთად შეჰყურებენ მათი ოჯახის წევრები აქ მგონი ყველამ რაღაც მორალს უნდა მოუხმოს და ხელის მუხრუჭები ამოსწიონ.'' - განაცხადა ამირან სალუქვაძემ
0
0