
მყისიერი შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის განცხადებით, თავისი 100-ზე მეტი შვილი მისგან $13.9 მილიარდის ღირებულების ქონებას მიიღებს.
„ისინი ყველანი ჩემი შვილები არიან და ყველას ერთნაირი უფლებები ექნება! არ მინდა, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ მათ ერთმანეთთან იდავონ. თუმცა ჩემს შვილებს 30 წლის განმავლობაში არ ექნებათ წვდომა მემკვიდრეობაზე. სანამ ჩემს საბანკო ანგარიშებზე წვდომა ექნებათ, მინდა, რომ მათ ნორმალური ადამიანებივით იცხოვრონ, დამოუკიდებლად დაიმკვიდრონ საკუთარი თავი, ისწავლონ საკუთარი თავის ნდობა და დაამტკიცონ, რომ დაუხმარებლადაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ანდერძი ახლა იმიტომ დავწერე, რომ ჩემი სამსახური რისკებთანაა დაკავშირებული - თავისუფლების დაცვა ბევრ მტერს აჩენს, მათ შორის ძლიერი სახელმწიფოების შიგნით“, - განუცხადა დუროვმა ფრანგულ პოლიტიკურ ჟურნალ Le Point-ს.
დუროვმა ასევე უარყო საფრანგეთში მის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის მძიმე ბრალდებები. ის 2024 წელს დააკავეს და ბრალი წაუყენეს, კრიმინალის შემცირების მიზნით, აპლიკაციის არასათანადო მოდერაციაში. მან უარყო სამართალდამცავ ორგანოებთან ნარკოტიკებით ვაჭრობის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის შეჩერების საქმეებზე თანამშრომლობის თავიდან არიდება.
,,ეს ბრალდებები სრული აბსურდია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კრიმინალები უკანონო საქმიანობის განსახორციელებლად ჩვენი შეტყობინებების სერვისს სხვა მრავალ აპლიკაციასთან ერთად იყენებენ, არ ნიშნავს, რომ ამ სერვისის მმართველი ადამიანები თავად არიან დამნაშავეები“, - აღნიშნა დუროვმა Le Point-თან ინტერვიუში.
0
0