
თელავში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, კლინიკაში გარდაიცვალა. 17 წლის ბიჭი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი მდგომარეობა, პირველივე დღეებიდან მძიმე იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა კი თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა.
სამი ახალგაზრდა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, მეოთხეს კი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, ერთი კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0