
თეირანში დაიწყო სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „3+3“ ფორმატში - არარატ მირზოიანი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ჰაკან ფიდანი და სერგეი ლავროვი - იუწყება Radio Azatutyun.
თბილისმა უარი თქვა შეხვედრაში ამ ფორმატში მონაწილეობაზე.
ირანის, თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან თავიანთ კოლეგებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რათა განიხილონ პროგრესი ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების მიმართულებით.
ირანის სააგენტო IRNA ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ „რეგიონულ საკითხებს არარეგიონული და დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე“.
3+3 ფორმატის ინიციატივა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის შეთავაზებით 2020 წელს, 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. მაშინ ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ რუსეთის გამო უარს ამბობს შეხვედრებში მონაწილეობაზე.
2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის პირველი ასეთი შეხვედრა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
0
0