
ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს, გამოუცხადა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ მან საკუთარ Instagram გვერდზე დაპოსტა, რომელსაც 283 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
"მე ხმას კამალა ჰარისს ვაძლევ, რადგან იგი იმ უფლებებისა და საერთო საქმეებისთვის იბრძვის, რომლებსაც ჩემი აზრით, გამარჯვებისთვის მებრძოლი სჭირდება". - განაცხადა მან.
გამოქვეყნებულ პოსტში სვიფტმა ასევე დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე გავრცელებულ ყალბ AI (ხელოვნური ინტელექტით შექმნილ) ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც სვიფტი მხარდაჭერას ტრამპს უცხადებს. სვიფტის თქმით, ამ ფაქტმა მასში დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შიშები გამოიწვია.
ამას გარდა, მან ჰარისის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის მიერ LGBTQ+ უფლებებისთვის, აბორტის უფლებისთვისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ბრძოლის ისტორიის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
თავის მხრივ, კამალა ჰარისის კამპანიაში განაცხადეს, რომ ტეილორ სვიფტის გადაწყვეტილების გამოქვეყნება კამპანიასთან კოორდინირებული არ ყოფილა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025