
ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავისი ახალი, მე-12 სტუდიური ალბომი The Life of a Showgirl დააანონსა.
ჭორები ახალი ჩანაწერის შესაძლო გამოსვლის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომღერლის სოციალურ ქსელებში 12 ფოტო გამოქვეყნდა, წარწერით „ვფიქრობთ იმაზე, რომ ტეილორმა თქვა: შევხვდებით შემდეგ ერაში“. შემდეგ კი სვიფტის ოფიციალურ ვებგვერდზე წამმზომი დაიწყო 00:12 საათამდე, სწორედ ამ დროს გამოაცხადა მომღერლის ბოიფრენდმა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ტრევის კელსიმ, რომ ის მისი პოდკასტის სტუმარი იქნება.
პოდკასტში მისულმა ტეილორმა კი ალბომის გამოსვლა ოფიციალურად დააანონსა და თაყვანისმცემლებს მისი სახელწოდებაც გაუმხილა - The Life of a Showgirl. ჩანაწერის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა.
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025