29/07/2023
14:50
მსოფლიო
სეისმოლოგების თქმით, ტეილორ სვიფტის კონცერტებმა აშშ-ს ქალაქ სიეტლში 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია.
სეისმოლოგმა, ჯეკი კაპლან-აუერბახმა აღნიშნა, რომ სეისმური აქტივობა სვიფტის ფანებმა ან ხმის სისტემამ გამოიწვია.
სიეტლის კონცერტები ორი ღამის განმავლობაში, სულ 144 000 მსმენელისთვის, 22 და 23 ივლისს გაიმართა.
"სიეტლში ნამდვილად გადავატარე ერთ-ერთი საუკეთესო შაბათ-კვირა. გმადლობთ ყველაფრისთვის - ქოშინი, ყვირილი, ხტუნვა, ცეკვა, სიმღერა." - დაწერა Instagram-ზე სვიფტმა.
სიეტლში კონცერტით ტეილორ სვიფტმა დაასრულა - Eras, რომელიც ბოლო ხუთ წელში მომღერლის პირველი ტური.
ცნობილია, რომ მუსიკალური კონცერტები სეისმურ აქტივობას იწვევს - მაგალითად, 2011 წელს ახალ ზელანდიაში Foo Fighters-ის კონცერტისას იგივე განმეორდა .
0
0